საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან Archäologie in Deutschland-ისა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მედია ტურის მიზანია საქართველოს კულტურული ტურისტული პოტენციალისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია გერმანიაში.
ტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალსა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს. გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს კულტურული ტურიზმის შესახებ სტატიებს მოამზადებენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.