ვენესუელა აშშ-ს "გამოუცხადებელ ომში" ადანაშაულებს და გაეროს გამოძიებისკენ მოუწოდებს.
"ეს არის გამოუცხადებელი ომი და შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ კლავენ ადამიანებს კარიბის ზღვაში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ნარკოლეარიზატორები" - თქვა ვენესუელას თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინო ლოპეზმა ამერიკული "საფრთხის" საპასუხოდ დაწყებული სამხედრო წვრთნების მიმდინარეობისას.
თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება აშშ-ს მიერ ერთ-ერთ ხომალდზე მორიგი იერიში მიიტანამდე ერთი საათით ადრე გააკეთა. აშშ-ს თქმით, იერიშმა სამი "ნარკოტერორისტი" გაანეიტრალა.
აშშ-ს პრეზიდნეტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ "ნარკოტერორისტები" აშშ-ს სამხრეთით კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოჩნდნენ.
ვენესუელას გენერალური პროკურორი ტარეკ უილიამ სააბი ამბობს, რომ "რაკეტებისა და ატომური იარაღის გამოყენება შეუიარაღებელი მეთევზეების წინააღმდეგ კაცობრიობის წინაშე დანაშაულს წარმოადგენს, რომელიც გაერომ უნდა გამოიძიოს".
ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო, რომელზეც ვაშინგტონმა ნარკოტიკების გადაზიდვის ბრალდებით $50 მილიონის ჯილდო დააწესა, ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყანაში შეჭრას გეგმავს.
მან აშშ რეჟიმის ცვლილების იმპერიალისტურ მიდგომასა და მარიონეტული სახელმწიფოს შექმნის სურვილში" დაადანაშაულა. მადურო აცხადებს, რომ აშშ-ს მთავარი სამიზნე ვენესუელას ნავთობის მარაგია.
მადურომ არაერთხელ განაცხადა, რომ ვენესუელა აშშ-ს აგრესიის წინააღმდეგ "თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას" გამოიყენებს.
მანამდე, 17 სექტემბერს ქვეყნის მახლობლად აშშ-ს შვიდ ხომალდიანი ფლოტისა და ატომური იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავის გამოჩენის საპასუხოდ ვენესუელამ კარიბის კუნძულ ლა ორჩილაზე სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს აშშ-მ კარიბის ზღვაში ვენესუელადან მომავალ ხომალდზე იერიში მიიტანა. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, ხომალდი ნარკოტიკის უკანონო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა. მსგავსი იერიში აშშ-მ 16 სექტემბერსაც განახორციელა.
პირველი იერშის შემდეგ CNN-ს აშშ-ს ადმინისტრაციის რამდენიმე წყარო უყვებოდა, რომ ნიკოლას მადუროს რეჟმის დასასუსტებლად ტრამპი ვენესუელას ტერიტორიაზე სხვადასხვა სამხედრო მოქმედებების განხორციელებას განიხილავდა.
ვენესუელას სანაპიროსთან, საერთაშორისო წყლებში, განლაგებულ სამხედრო ხომალდებს, რომლებსაც ზურგს პუერტო რიკოში გაგზავნილი F-35 ტიპის გამანდგურებლები უმაგრებენ, შეერთებული შტატები ანტინარკოტიკულ ოპერაციას უწოდებს.