2023 წლის მონაცემებით, აშშ-ში უცხოეთში დაბადებული მოსახლეობის რაოდენობა 47.8 მლნ ადამიანს შეადგენდა, რაც მაშინ ქვეყნის მოსახლეობის 14% გახლდათ.
Visual Capitalist-ის შეფასებით, იმიგრანტებს შორის, უდიდესი წყარო მექსიკაა და უზარმაზარი უპირატესობა აქვს, მის შემდეგ კი ინდოეთი, ჩინეთი და ფილიპინები მოდიან.
ქვემოთ მოყვანილი სიით ვაანალიზებთ ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ტოპ-10 ქვეყანას, რომლებსაც აშშ-ში ყველაზე მეტი ემიგრანტი ჰყავთ:
- მექსიკა - 10.918 მლნ;
- ელ სალვადორი - 1.495 მლნ;
- კუბა - 1.451 მლნ;
- დომინიკის რესპუბლიკა - 1.265 მლნ;
- გუატემალა - 1.250 მლნ;
- კოლომბია - 1.05 მლნ;
- ჰონდურასი - 0.935 მლნ;
- კანადა - 0.828 მლნ;
- იამაიკა - 0.817 მლნ;
- ჰაიტი - 0.777 მლნ;
- დანარჩენი ქვეყნები - 4.528 მლნ.
ქვემოთ მოყვანილი სიით ვაანალიზებთ აზიის ტოპ-10 ქვეყანას, რომლებსაც აშშ-ში ყველაზე მეტი ემიგრანტი ჰყავთ:
- ინდოეთი - 2.91 მლნ;
- ჩინეთი - 2.193 მლნ;
- ფილიპინები - 2.052 მლნ;
- ვიეტნამი - 1.366 მლნ;
- სამხრეთ კორეა - 1.017 მლნ;
- პაკისტანი - 0.429 მლნ;
- ირანი - 0.42 მლნ;
- ტაივანი - 0.392 მლნ;
- იაპონია - 0.338 მლნ;
- ბანგლადეში - 0.333 მლნ;
- დანარჩენი ქვეყნები - 3.455 მლნ.
- ქვემოთ მოყვანილი სიით ვაანალიზებთ ევროპის ტოპ-10 ქვეყანას, რომლებსაც აშშ-ში ყველაზე მეტი ემიგრანტი ჰყავთ:
- დიდი ბრიტანეთი - 693 465;
- გერმანია - 520 418;
- უკრაინა - 468 780;
- რუსეთი - 415 809;
- პოლონეთი - 382 844;
- იტალია - 295 002;
- საფრანგეთი - 187 003;
- პორტუგალია - 160 729;
- რუმინეთი - 152 470;
- ესპანეთი - 126 067;
- დანარჩენი ქვეყნები - 1 416 462.
ქვემოთ მოყვანილი სიით ვაანალიზებთ აფრიკის ტოპ-10 ქვეყანას, რომლებსაც აშშ-ში ყველაზე მეტი ემიგრანტი ჰყავთ:
- ნიგერია - 476 008;
- ეთიოპია - 278 182;
- განა - 241 477;
- ეგვიპტე - 225 665;
- კენია - 174 734;
- სამხრეთ აფრიკა - 133 359;
- მოროკო - 109 370;
- ლიბერია - 100 769;
- სომალი - 92 401;
- კამერუნი - 90 749;
- სხვა ქვეყნები - 868 612.
როგორც მონაცემებიდან ვხედავთ, აშშ-ში ყველაზე მეტი იმიგრანტით მექსიკაა წარმოდგენილი - 10 918 2015; შემდეგ ინდოეთი მოდის - 2 910 042; მესამე ადგილზე კი ჩინეთია - 2 193 250.