არსებული ინფორმაციით, თბილისში, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე მდებარე „აგროჰაბში“ ხანძარია.
როგორც მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, შენობიდან ხალხის ევაკუაცია ხორციელდება.
არსებული ინფორმაციით, საბურთალოზე, „აგროჰაბის“ პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა - ვიდეოს სოციალურ ქსელში ირაკლი მილაძე ავრცელებს.
ხანძრის დეტალებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ დგილზე ცეცხლი ნაგვის ურნას გაუჩნდა, რაც მალევე ჩააქრეს.