საავტომობილო ინდუსტრიის ისეთი ისტორიებიც ახსოვს, როდესაც ერთი შეხედვით ინოვაციურმა და გარღვევის მომტანმა ტექნოლოგიებმა საბოლოოდ, მომხმარებლებისთვის სრულიად უსარგებლოდ იქცა და სრული ფიასკო განიცადა. ერთ-ერთი ასეთი „ინოვაციური გარღვევა“ ერთი პერიოდი იყო მესამე ფარი, რომლის დანერგვასაც ზოგიერთი ავტო მწარმოებელი ცდილობდა.

უკვე 1930-იანი წლების დასაწყისში ავტომწარმოებლები აღარ კმაყოფილდებიან სტანდარტული წყვილი ფარით. ისინი უბრალოდ ვერ უმკლავდებოდნენ თავიანთ საქმეს: მოსახვევებში გზის განათება სუსტი იყო და სინათლის ნაკადი არ იყო საკმარისი შემხვედრი ტრანსპორტის გასანათებლად. კონსტუქტორები ეძებდნენ სიტუაციის გაუმჯობესების გზებს და ატარებდნენ სარისკო ექსპერიმენტებს, თუმცა ყველაზე ხშირად ეს შემოიფარგლებოდა დამატებითი პროჟექტორებით.

1950-იანი წლებისთვის ყველაზე ცნობილი მაგალითი იყო Tucker 48, რომელმაც საზოგადოება 1948 წელს გააკვირვა შუა ფარის ნათებით. საინტერესოა, რომ ის საჭის ტრიალთან ერთად ბრუნდებოდა ანუ მოსახვევს მიყვებოდა, რაც მძღოლებისთვის დიდი შეღავათი იყო. იმ დროს ეს ტექნოლოგია დიდ ინოვაციას წარმოადგენდა და ტექნიკურ გარღვევად აღიქმებოდა.


იმავე ეპოქაში გამოვიდა ჩეხოსლოვაკიური Tatra 87 (იწარმოებოდა 1936 წლიდან 1950 წლამდე) . წარმომადგენლობითი ავტომობილი, რომელიც თავს იწონებდა მთლიანად მეტალის კორპუსით (ადრე გამოყენებული ხის ნაცვლად), პანორამული საქარე მინით, იმ დროისთვის იშვიათი ზეთის გაგრილების სისტემით, 75 ცხენის ძალის რვაცილინდრიანი ძრავით (2968 კუბ.სმ) და... კაპოტზე ცენტრში მესამე ფარით.

1951 წლის Maserati A6G Spider Frua-ს ასევე ჰქონდა მესამე ფარი, რომელიც აკლდა საბაზისო Maserati A6-ს. თუმცა, ეს მანქანა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი დამზადდა.

უფრო გვიან ცენტრში მესამე ფარით სცადეს იაპონელებმა.

Subaru Leone GL-ზე(1980-1982) ცენტრალური ფარი იმალებოდა ლოგოტიპის ქვეშ და იხსნებოდა, ახლო მაშუქების ჩართვის დროს.იაპონელი მწარმოებლის იდეის თანახმად, მძღოლს გასწრების განზრახვისას მესამე ფარი უნდა ჩაერთო. ითვლებოდა, რომ წინ მიმავალი მანქანის მძღოლს, რომელიც უკანა ხედვის სარკეში სამი ფარის (ორი მთავარი და ერთი ცენტრალური) ჩართულს დაინახავდა, სიფრთხილე უნდა გამოეჩინა.


საბოლოოდ შუაში მესამე ფარი ვერ დამკვიდრდა, მიზეზი მრავალი იყო, ჯერ საკმაოდ კომიკურად გამოიყურებოდა(ფიზიოლოგიურად ხომ ყველა არსებას ორი თვალი აქვს?) და ხუმრობით "ციკლოპს" უწოდებდნენ, მეორეც 60-იანი წლებიდან მოყოლებული დამკვიდრდა ბევრად უფრო პრაქტიკული 4 ფარიანი ავტომობილები:სიტროენი, კადილაკი, ფორდი და ა.შ. ან ჩვენში საბჭოთა მოსკვიჩი-408, ჟიგული-2103 და 2106.

დღეს უკვე საკმაოდ ეფექტური ფარები უდგას ავტომობილებს, მძლავრი ლედ განათებით, ასე რომ დამატებით მაშუქებს აღარ საჭიროებს.

წყარო: intermedia.ge