მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ კომიტეტს 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნო და 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გიორგი მიშელაძემ ყურადღება გაამახვილა სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე - საქართველოს მიწის რესურსების ინტეგრირებული მონაცემების ერთიანი ბაზისა და მიწის ბალანსის შესაქმნელად 2024 წელს განხორციელებულ ღონისძიებებზე. აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთების დეშიფრირება განხორციელდა 6,415,384 ჰექტარ ფართობზე, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობმა შეადგინა 2,544,835 ჰა.

მიწის განახლებული ბალანსის შესაქმნელად, 2025 წლის 8 თვეში 620,028 ჰექტარზე დამუშავდა მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის მონაცემები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ნინოწმინდის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.

სხდომის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და კომიტეტის წევრები.