მასკმა მოუწოდა დონალდ  ტრამპს, გააუქმოს მისი ყოვლისმომცველი ახალი ტარიფები - ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ტარიფებმა ფინანსურად ძლიერად დაარტყა მასკს და მისი ქონება $300 მილიარდ დოლარზე ქვემოთ დაეცა.

ტრამპის პრეზიდენტად გახდომიდან დღემდე კი TESLA-ს მფლობელმა ჯამში $135 მილიარდ დოლარამდე დაკარგა.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.