TasteAtlas-მა საუკეთესო „ქუჩის საკვების“ (street food) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ხაჭაპური 50 კერძს შორის მოხვდა და 30-ე ადგილი დაიკავა.
ხაჭაპურს TasteAtlas-მა 4.5 ვარსკვლავი მიანიჭა.
TasteAtlas-ის საუკეთესო „ქუჩის საკვების“ რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე 4.8 ვარსკვლავით ალჟირული კარანტიტა მოხვდა.