ყოველწლიურად Candy Industry ასი ყველაზე დიდი და მაღალშემოსავლიანი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიების სიას აქვეყნებს.

სიაში კომპანიები მხოლოდ შემოსავლების მიხედვით არ ხვდებიან - ყურადღება ასევე ექცევა რამდენად მრავალფეროვანია მათი პროდუქცია და რამდენი ადამიანია ჰყავს დასაქმებული.

„კომერსანტი“ გთავაზობთ სიის პირველი ხუთეულს:

1. Mondelez International

Mondelez International ამერიკული კომპანიაა, რომელიც 2012 წელს ტომას მაკლნერნეიმ დააარსა. კომპანია აწარმოებს ყველასთვის ცნობილ ისეთ ტკბილეულს, როგორიცაა: ორეო, მილკა და ტობლერონი. 

2. Mars Inc

Mars Inc ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1911 წელს ფრენკლინ კლერენს მარსმა დააარსა. დღემდე კომპანია მარსების ოჯახის მფლობელობაშია. კომპანია აწარმოებს ისეთ ცნობილ პროდუქტებს, როგორებიცაა - M&Ms, Snickers, Galaxy, Skittles და რათქმაუნდა მარსი. 

3. Ferrero Group 

Ferrero Group იტალიური კომპანიაა, რომელიც 1946 წელს პიეტრო ფერერომ დაარსა. კომპანია დღემდე ფერეროს ოჯახის მფლობელობაშია. კომპანია აწარმოებს ისეთ ცნობილ პროდუქტებს, როგორებიცაა - ნუტელა, ქინდერი, რაფაელო, ფერერო როშე და სხვები.

4. Hershey Co.

Hershey Company ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1894 წელს მილტონ ჰერშიმ დაარსა. კომპანია ფუნთუშეულს, ორცხობილებს, ნამცხვრებსა და სასმელებს აწარმოებს და მსოფლიოში შოკოლადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია.

5. Nestle

Nestle შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც 1905 წელს Anglo-Swiss Milk Company-იმ დაარსა. დღემდე ნესტლე საკვების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა.