ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ცაზე 60 ავიაკომპანია იფრენს, რომლებიც მგზავრებს 110-ზე მეტ მიმართულებაზე მოემსახურებიან. ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია წარმოდგენილი.
მისი თქმით, ზაფხულის სეზონის პიკს საქართველოს აეროპორტები კვირაში დაახლოებით 735-740 რეგულარულ ავიარეისს უმასპინძლებენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 6%-იანი ზრდაა.
ახლახანს, ავიაკომპანიების ჩამონათვალს შეემატა ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორიცაა: British Airlines , easyJet , Transavia France და Edelweiss Air და ქართველ მოგზაურებს მიეცათ საშუალება პირდაპირი რეისებით ეწვიონ ციურიცხს, ფორლის, ლონდონს, მილანს, ჟენევას და პარიზს.
პოპულარული მიმართულებები ქუთაისის , თბილისის და ბათუმის აეროპორტი -დან: ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, ბერლინი, მილანი, პარიზი, ლონდონი, რიგა, ლარნაკა, ამსტერდამი, ბარსელონა, ანტალია, სტამბოლი, თელ-ავივი, აბუ-დაბი, დუბაი, ბაქო, ერევანი, მოსკოვი, ვარშავა და სხვ.