ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი პოლიტიკური ხარჯების შემცირებას გეგმავს მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად უზარმაზარი შემოწირულობები გაიღო. ამის შესახებ ამერიკული მედია საშუალებები, კერძოდ, The Wall Street Journal, Bloomberg და სხვა, წერენ.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ხარჯებს, მომავალში გაცილებით ნაკლების გაკეთებას ვაპირებ“, - განაცხადა მან კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოინტერვიუში.

როდესაც მასკს ჰკითხეს, თუ რატომ ცვლიდა მიდგომას, მან უპასუხა: „ვფიქრობ, საკმარისი გავაკეთე“.

ეს შეიძლება დარტყმა იყოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკელებისთვის 2026 წელს კონგრესის შუალედური არჩევნების წინ,  – აღნიშნავს Bloomberg.

ვრცლად liga.net–ზე