ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ჩვე­ვებ­მა შე­საძ­ლოა ბი­ო­ლო­გი­უ­რი და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­როს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ზო­გი­ერ­თი ჩვე­ვა და­მა­ტე­ბით სტრესს აყე­ნებს ორ­გა­ნიზმს, რაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სხე­ულს უფრო მგრძნო­ბი­ა­რეს ხდის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ცხოვ­რე­ბის წეს­ში მცი­რე ცვლი­ლე­ბებს შე­ვი­ტანთ.

  • PUR-FORM- ის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ჯო­ზეფ პუ­რი­ტა ამ­ბობს, რომ ბევ­რი მავ­ნე ჩვე­ვის შეც­ვლა შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა. მისი თქმით, სწო­რი მიდ­გო­მა და ყო­ველ­დღი­უ­რი მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბი ორ­გა­ნიზმს ეხ­მა­რე­ბა უკე­თე­სად გა­უმკლავ­დეს სტრესს და შე­ა­ნე­ლოს და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სიც.

რო­გორც პუ­რი­ტა New York Post-თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მავ­ნე შე­დე­გე­ბია ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბა, სტრე­სი, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, მი­ტო­ქონ­დრი­ის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა და ეპი­გე­ნე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი.

მისი თქმით, ეპი­გე­ნე­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დენს და­ბე­რე­ბის პრო­ცეს­ზე. სწო­რედ ამი­ტომ, ასე­თი ჩვე­ვე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად აი­სა­ხოს.

  • არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა

“ულტრა­გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი­თა და და­მა­ტე­ბუ­ლი შაქ­რით მდი­და­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა იწ­ვევს ან­თე­ბას, ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტო­ბას და ნაწ­ლა­ვის მიკ­რო­ბი­ო­მის დის­ბა­ლანსს. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ბე­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი“, - ამ­ბობს პუ­რი­ტა.

ის გვირ­ჩევს, რომ კვე­ბის დროს “პლუს ერთი, მი­ნუს ერთი“ წესი გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

“და­ა­მა­ტეთ ერთი მცე­ნა­რე­უ­ლი საკ­ვე­ბი (ხილი, ბოსტნე­უ­ლი, ლო­ბიო, თხი­ლი) და ამო­ი­ღეთ ერთი გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი“.

  • ფი­ზი­კუ­რი უმოქ­მე­დო­ბა

უმოძ­რა­ო­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი და­ბე­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბის კი­დევ ერთი წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზია, რად­გან ის ზრდის გულ-სის­ხლძარ­ღვთა რისკს, პრო­ვო­ცი­რებს კუნ­თე­ბის გან­ლე­ვას და მე­ტა­ბო­ლურ დის­ფუნ­ქცი­ას.

გა­მო­სა­ვა­ლი: დროა, იმოძ­რა­ოთ. პუ­რი­ტა გვირ­ჩევს, და­ვი­წყოთ ყო­ველ სა­ათ­ში 3-5 წუ­თი­ა­ნი სი­ა­რუ­ლით ან მსუ­ბუ­ქი აქ­ტი­ვო­ბით.

  • ცუდი ძილი

“ქრო­ნი­კუ­ლი ძი­ლის უკ­მა­რი­სო­ბა არ­ღვევს ჰორ­მო­ნა­ლურ ბა­ლანსს, ზრდის ან­თე­ბას და აქ­ვე­ი­თებს ორ­გა­ნიზ­მის დნმ-ის აღ­დგე­ნის უნარს“.

გა­მო­სა­ვა­ლი: მთა­ვა­რია ყო­ველ­დღი­უ­რად ერ­თსა და იმა­ვე დროს გაღ­ვი­ძე­ბა.

  • ქრო­ნი­კუ­ლი სტრე­სი

სტრე­სის მა­ღა­ლი დონე ზრდის კორ­ტი­ზოლს, ასუს­ტებს იმუ­ნურ ფუნ­ქცი­ას და ხელს უწყობს ან­თე­ბას, რაც აჩ­ქა­რებს და­ბე­რე­ბას.

გა­მო­სა­ვა­ლი: დღე­ში მხო­ლოდ ხუთი წუ­თით დას­ვე­ნე­ბამ - იქ­ნე­ბა ეს ნელი სუნ­თქვა, მე­დი­ტა­ცია თუ მოკ­ლე გა­სე­ირ­ნე­ბა, შე­უძ­ლია დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სტრე­სის დო­ნე­ზე.

  • ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა

ალ­კოჰო­ლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მოხ­მა­რე­ბა არა მხო­ლოდ ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბის, კი­ბოს რის­კი­სა და ნე­ი­რო­დე­გე­ნე­რა­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზია, არა­მედ დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს და­ბე­რე­ბის პრო­ცეს­ზეც.

გა­მო­სა­ვა­ლი: პუ­რი­ტა გირ­ჩევთ, სა­მუ­შაო დღე­ებ­ში უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი ან ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი წყალ­თან ერ­თად მი­ირ­თვათ.

  • სო­ცი­ა­ლუ­რი იზო­ლა­ცია

“მარ­ტო­ო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მა­ღალ რისკთან და ბი­ო­ლო­გი­უ­რი და­ბე­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბას­თან, ნა­წი­ლობ­რივ სტრე­სის მო­მა­ტე­ბის, აქ­ტი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა და დეპ­რე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კის გამო“, - ამ­ბობს ის.

გა­მო­სა­ვა­ლი: თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ცო­ტა­ო­დე­ნი და­მა­ტე­ბი­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის ჩარ­თვა მარ­ტი­ვია. “და­გეგ­მეთ ერთი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა."

წყა­რო:

www.ambebi.ge