ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო საწვავის გაზრდილი ფასების პირდაპირი ეფექტი შუალედური ხარჯების ზრდას გამოიწვევს, - ამის შესახებ წერია „თიბისი კაპიტალის“ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში წერია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეკონომიკურ ეფექტებს აანალიზებს.

მიმოხილვის თანახმად, მომატებულია ტრანსპორტირებისა და დაზღვევის დანახარჯებიც, რაც შემდგომ პროდუქციის ფასებში ითარგმნება.

"ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ინფლაციაზე მიმდინარე მოვლენების ეფექტი 0.3-დან 1.2 პროცენტული პუნქტის ფარგლებში იქნება, თუ დავუშვებთ, რომ წლის ბოლოს ნავთობის ფასი კონფლიქტამდე არსებულ დონეზე ან, დაახლოებით, 10-15%-ით მეტი იქნება“, - ვკითხულობთ კვლევაში.