ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანის მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის მარაგი "ნანგრევების ქვეშაა დამარხული" და რომ თეირანს არც მისი ამოღებისა და არც მისი დაშლის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებს გეგმა ამჟამად არ აქვს.

"ჩვენს ბირთვულ ობიექტებს თავს დაესხნენ და ყველაფერი ნანგრევების ქვეშაა. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, არსებობს მათი ამოღების შესაძლებლობა, თუმცა [ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს] ზედამხედველობის ქვეშ. თუ ერთ დღეს გადავწყვეტთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, ეს სააგენტოს ზედამხედველობით მოხდება. მაგრამ ამ დროისთვის მათი ნანგრევებიდან ამოღების გეგმა არ გვაქვს" - ამბობს ის.

აღნიშნულ თავდასხმაში არაღჩი აშშ-სა და ისრაელის მიერ გასულ წელს ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილ იერიშებს გულისხმობს.

ცნობისთვის, 28 თებერვალს დაწყებულ აშშ-ისრაელის საერთო სამხედრო მოქმედებებამდე ვაშინგტონი მოითხოვდა, რომ ირანს ბირთვული მოლაპარაკებების დროს საკუთარ მარაგზე უარი ეთქვა.

გავრცელებული ცნობებით, ირანი ისპაანის ბირთვულ ობიექტში ინახავს თავისი ურანის მარაგს, რომელიც დაახლოებით 60%-მდეა გამდიდრებული.

tabula.ge