„აქტობეს“ საფეხბურთო კლუბმა პორტუგალიელი ფეხბურთელის, ლუიშ ნანის, კონტრაქტის გაფორმების შესახებ განაცხადა. მისი კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდეა გათვლილი. ფეხბურთელის ყოველთვიური ხელფასი კი 70 000 დოლარი იქნება.
„მოხარული ვარ, რომ „აქტობეში“ შევუერთდი და მოუთმენლად ველი კლუბისა და ყაზახეთში ფეხბურთის განვითარებაში წვლილის შეტანას. ძალიან მოხიბლული ვარ კლუბის მომავლის ხედვით და ბევრს ვიმუშავებ, რომ ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ!“ - დაწერა ნანიმ სოციალურ ქსელში.
კარიერის განმავლობაში 39 წლის ლუიშ ნანი ისეთ კლუბებში თამაშობდა, როგორიცაა „სპორტინგი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ფენერბაჰჩე“, „ვალენსია“, „ლაციო“, „ორლანდო სიტი“, „ვენეცია“, „მელბურნ ვიქტორი“ და „ადანა დემირსპორი“. მისი ბოლო კლუბი, 2024-2025 წლების სეზონში, პორტუგალიური „ესტრელა“ იყო, რომლის შემადგენლობაშიც ცხრა მატჩი ჩაატარა.