ინდურმა ავიაკომპანიამ IndiGo-მ გააუქმა დელი-თბილისი-დელის მიმართულებით 26, 27 და 28 იანვარს დაგეგმილი რეისები.

გაუქმება ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებად დასახელდა. კოალიციური ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმა ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი.

ავიაკომპანიის წარმომადგენლების თქმით, ბილეთების მფლობელებს შეუძლიათ ბილეთების სხვა მიმართულებით შეცვლა ან სრული თანხის დაბრუნება.