ქართველებმა ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. არსებობს წესები, არსებობს კრიტერიუმები -კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ისინი უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა „ევროსკოპს“ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს განსაკუთრებულად არ მოეპყრობიან, ისევე როგორც განსაკუთრებულად არ მოექცევიან სხვა ქვეყნებსაც.

„მქონდა დისკუსია ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაგრამ ფაქტია, რომ მათთან საუბარი საჭიროა. თუ მათთან არ ვისაუბრებთ, რთულია დავარწმუნოთ იმ საკითხებში, რაც არ მოგვწონს. შევხვდი ქართველ მინისტრს, როდესაც ვენაში ვიყავი და მას ვუთხარი, რომ რთულია იმის მიღება, როგორც მოექცნენ დემონსტრაციებს და დემონსტრანტებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კომისია საკუთარ საქმეს სათანადოდ შეასრულებს და ჩვენ ინფორმირებულები ვიქნებით, თუმცა საქართველოსთვის განსაკუთრებულ წესებს არ დააწესებენ - ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას“, - აღნიშნა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

წყარო: IPN