2026 წელს, ანალიტიკური რესურსი Global Firepower-ის მონაცემებით, საქართველო 145 ქვეყანას შორის 95-ე ადგილს იკავებს. ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია.
რაც შეეხება უკრაინას, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ არმიებს შორის მან მე-20 ადგილი დაიკავა.
ქვეყნის პოზიცია გლობალურ სამხედრო ძალების რეიტინგში 60-ზე მეტი ინდიკატორის მიხედვით ფასდება. ესენია არა მხოლოდ ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა, არამედ ეკონომიკური და დემოგრაფიული პოტენციალიც.
Global Firepower-ის მიხედვით, მსოფლიოში ოცი ყველაზე ძლიერი არმიის მქონე ქვეყანა შემდეგია:
→ ამერიკის შეერთებული შტატები;
→ რუსეთის ფედერაცია;
→ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა;
→ ინდოეთი;
→ სამხრეთ კორეა;
→ საფრანგეთი;
→ იაპონია;
→ გაერთიანებული სამეფო;
→ თურქეთი;
→ იტალია;
→ ბრაზილია;
→ გერმანია;
→ ინდონეზია;
→ პაკისტანი;
→ ისრაელი;
→ ირანი;
→ ავსტრალია;
→ ესპანეთი;
→ ეგვიპტე;
→ უკრაინა.