26 აპრილს აშშ და ირანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში ერთმანეთს ომანში შეხვდნენ.
The Wall Street Journal წერს, რომ შეხვედრაზე მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული პოზიცია, კერძოდ, თეირანის მიერ ურანის გამდიდრების გაგრძელების საკითხზე. მოლაპარაკებები დასრულდა სერიოზული უთანხმოებებით და შეთანხმებით, რომ ისინი კვლავ შეხვედრას გეგმავენ.
"ჩვენს პოზიციებს შორის ზოგიერთი განსხვავება ძალიან სერიოზულია. მაგრამ შეგვიძლია თუ არა შეთანხმებას მივაღწიოთ? იმედიანად ვარ, მაგრამ ძალიან ფრთხილი" - თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თეირანის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა შეხვედრას "პოზიტიური და პროდუქტიული" უწოდა, თუმცა უთანხმოების საკითხების დეტალები არ გაახმაურა. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მხარეები მალე შეხვედრას ევროპაში გამართავენ.
მოლაპარაკებებში, რომლებიც ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა, აბას არაღჩი და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი მონაწილეობდნენ.
ასევე, ორივე მხარის ტექნიკური ჯგუფები პირველად მონაწილეობდნენ დეტალური საკითხების განხილვაში, მაგალითად, როგორ უნდა შეიზღუდოს ირანის ბირთვული საქმიანობა და შესაძლო სანქციების მოხსნის გეგმები.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აშშ-თან ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ისა და ირანს შორის ომანში გამართული მოლაპარაკებების რიგით მესამე რაუნდის შეფასებისას გააკეთა.
აბას არაქჩის თქმით, მოლაპარაკებები იმართება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო და სახვა საკითხებზე საუბარი არ ყოფილა. ამასთან, დიპლომატი აღნიშნავს, რომ ირანის მიმართ ამ ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციების შემსუბუქების საკითხი დისკუსიის ნაწილია.
„კმაყოფილი ვარ მოლაპარაკებების პროცესითა და ტემპით. მიმაჩნია, რომ პროცესი დამაკმაყოფილებელი იყო. ამჯერად მოლაპარაკებები მნიშვნელოვნად უფრო სერიოზული იყო. საბოლოოდ, ჩვენი დისკუსიები უფრო ჩაუღრმავდა დეტალურ და ტექნიკურ სფეროებს. ექსპერტების დასწრება უაღრესად სასარგებლო იყო. ჩვენ რამდენჯერმე გავცვალეთ წერილობითი მოსაზრებები. თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები არაპირდაპირია. ტექნიკური განხილვები საჭიროებს უფრო კონკრეტულ ყურადღებას. ამიტომ, მოსაზრებები ძირითადად წერილობითი ფორმატით იყო გაცვლილი“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
არაქჩის თქმით, პროგრესის მიუხედავად მხარეებს შორის ფართო საკითხებზე უთანხმოებები რჩება.
„ჩვენ ოდნავ დავშორდით ფართო საკითხებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დავა გადაჭრილია. არა! დავები რჩება როგორც ფართო საკითხებზე, ასევე დეტალებზე. მომდევნო სესიამდე დედაქალაქებში დამატებითი განხილვები იგეგმება, რათა შევისწავლოთ ამ განსხვავებების შემცირების გზები“, - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.
სააგენტო „როიტერი“ ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციაში ირანთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდს პოზიტიური და პროდუქტიული უწოდეს და განაცხადეს, რომ დისკუსიის მეოთხე რაუნდი სავარაუდოდ ერთ კვირაში ევროპაში გაიმართება. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 აპრილს ომანში გაიმართა, მეორე რაუნდი კი 19 აპრილს რომში გაიმართა.
WJS წერს, რომ ისევე როგორც პირველი ორი რაუნდის დროს, აშშ-სა და ირანს შორის კვლავაც მიმდინარეობდა არაპირდაპირი მოლაპარაკებები, რომლებსაც ომანელი შუამავლები ხელმძღვანელობდნენ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ ირანს შეუძლია ჰქონდეს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ის გამოიყენებს იმპორტირებულ ბირთვულ საწვავს - WJS აღნიშნავს, რომ ეს გეგმა თეირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნის გზის დაბლოკვას ისახავს მიზნად.
მხარეებს სორის პირველი შეხვედრა ომანის დედაქალაქ მუსკატში ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაიყო. მხარეებმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ილაპარაკეს.
როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, შეხვედრაზე უიტკოფმა და არაღჩიმ "ცოტა ხნის განმავლობაში ისაუბრეს". ირანულმა მხარემაც დისკუსიები "კონსტრუქციულად" მოიხსენია.
მოგვიანებით, თეთრმა სახლმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შეხვედრა "კონსტრუქციულად" არის მოხსენიებული.
"დისკუსიები ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული იყო და აშშ ღრმად მადლიერია ომანის სასულთნოსი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. სპეციალურმა წარმომადგენელმა უიტკოფმა დოქტორ არაღჩისთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მას პრეზიდენტმა ტრამპმა დაავალა, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის სხვაობები დიალოგისა და დიპლომატიის გზით მოაგვაროს, თუ ეს შესაძლებელია". - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.