საქართველოში ევროკავშირიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდა, - ამის შესახებ ირკვევა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან საქართველოში 73 886 ვიზიტი განხორციელდა, წინა წლის იმავე პერიოდში კი - 77 045. მონაცემები აჩვენებს, რომ EU-დან ვიზიტები 4.1%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პირველ კვარტალში EU-ს ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიის მოქალაქეებმა განახორციელეს (10 212 ვიზიტი), ყველაზე ცოტა კი ლუქსემბურგიდან (75%).

გარდა ამისა, მონაცემები აჩვენებს, რომ რაოდენობრივად (და არა პროცენტულად) ყველაზე მეტად ტურისტების რაოდენობა შემცირებულია პოლონეთიდან (1 569 ვიზიტით), ხოლო გაზრდილია საბერძნეთიდან (516 ვიზიტით).

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებული ვიზიტები ასე გამოიყურებოდა (შენიშვნა: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს გაერთიანებულ სამეფოსაც):

  • ავსტრია - 1 478 ვიზიტი (-7.9%);
  • ბელგია - 1 371 ვიზიტი (5.4%);
  • ბულგარეთი - 1 837 ვიზიტი (-5.7%);
  • გაერთიანებული სამეფო - 6 506 ვიზიტი (0.3%);
  • გერმანია - 10 212 ვიზიტი (-7.2%);
  • დანია - 863 ვიზიტი (-18%);
  • ესპანეთი - 2 988 ვიზიტი (-2.9%);
  • ესტონეთი - 1 332 ვიზიტი (-17.8%);
  • ირლანდია - 1 015 ვიზიტი (14.4%);
  • იტალია - 4 170 ვიზიტი (10.1%);
  • კვიპროსი - 1 363 ვიზიტი (7.6%);
  • ლატვია - 3 375 ვიზიტი (-14.9%);
  • ლიტვა - 3 441 ვიზიტი (-29.2%);
  • ლუქსემბურგი - 75 ვიზიტი (-79.1%);
  • მალტა - 94 ვიზიტი (-6%);
  • ნიდერლანდები - 2 736 ვიზიტი (22.3%);
  • პოლონეთი - 10 165 ვიზიტი (13.4%);
  • პორტუგალია - 892 ვიზიტი (11.9%);
  • რუმინეთი - 1 473 ვიზიტი (-5.1%);
  • საბერძნეთი - 5 825 ვიზიტი (9.7%);
  • საფრანგეთი - 5 008 ვიზიტი (-2.5%);
  • სლოვაკეთი - 1 240 ვიზიტი (19.9%);
  • სლოვენია - 415 ვიზიტი (13.7%);
  • უნგრეთი - 1 204 ვიზიტი (-5.6%);
  • ფინეთი - 767 ვიზიტი (23.1%);
  • შვედეთი - 1 485 ვიზიტი (10.2%);
  • ჩეხეთი - 2 259 ვიზიტი (16.9%);
  • ხორვატია - 297 ვიზიტი (-22.3%).

შეგახსენებთ, 2025 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტები წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და 1.314 მლნ-ს გადააჭარბა. 2024 წლის იმავე პერიოდში განხორციელებული იყო 1.3 მლნ ვიზიტზე მეტი.

Bpn.ge