განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, როდესაც დოლარში საქართველოს ეკომიკა გაორმაგდა, ორჯერ და მეტად გაიზარდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “იმედის კვირის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკურმა ზრდამ შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, გაიზარდა საშუალო ანაზღაურება.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით მსოფლიო ქვეყნების სამეულშია.
“ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში შეიქმნა 195 000 ახალი სამუშაო ადგილი, ამდენად, გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით გაორმაგდა საშუალო ანაზღაურება. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარებას და სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის ძალიან ოპტიმისტური. ჩვენ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ვართ, სამეულში ვართ, ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენი ეკომიკა ერთ სულ მოსახლეზე, ამ გათვლების თანახმად, 2030 წლისთვის მიღწევს მიაღწევს 13 500 დოლარს, შესაბამისად, საქართველო გადავა უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს მთლიანად თვითკმარი ქვეყანა, ეს არის თავისუფლად მიღწევადი. სოციალური პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მუდმივად დაიხვეწება და გაფართივდება შესაბამისი პაკეტები,”- განაცხადა პრემიერმა.
დოლარში საქართველოს ეკონომიკა ორჯერ და მეტად გაიზარდა, ეკონომიკური განვითარების პროგნოზით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სამეულში ვართ - კობახიძე

ურთულეს პერიოდში პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი და საზოგადოება გაჰყვა მის სწორ გზავნილებს - კობახიძე
2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით - კობახიძე
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის გა3-4-ჯერ გაიზარდა სოციალური პაკეტები - კობახიძე
ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავს – ალხას კვიცინია
"ღარიბაშვილს შეიძლება წაღებული ფულიც დაუთვალონ. შემდეგს, ალბათ, დავითაშვილს გაუშვებენ" - ოპოზიცია