ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე მოდელების გაწვრთნა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხარჯების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ხშირად მიუწვდომელია, ცნობილია, რომ Google-მა თავისი მოდელის, Gemini 1.0 Ultra-ს დატრენინგებისთვის 192 მილიონი დოლარი დახარჯა — ეს წამყვან AI-მოდელებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

AI-მოდელების დატრენინგების ღირებულება ძირითადად ღრუბლოვანი გამოთვლითი სერვისებისა და რესურსების ქირაობის ფასით განისაზღვრება. კომპანიები ხელოვნური ინტელექტის გასაწვრთნელად ათასობით სუპერკომპიუტერს ქირაობენ, რომლებიც კვირების განმავლობაში უწყვეტად მუშაობს. სწორედ ეს არის მათი ათობით და ზოგჯერ ასობით მილიონის ოდენობის ხარჯის მთავარი მიზეზი.

ამის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ჩინური DeepSeek-ის მოდელის, DeepSeek-V3-ის დატრენინგება, როგორც ამბობენ, 6 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, თუმცა ეს ღირებულება ბევრისთვის სადავო რჩება. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტენფორდისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების s1 მოდელის გაწვრთნა მხოლოდ 6 დოლარი დაჯდა.

Visual Capitalist-მა, 2025 წლის AI Index Report-ის მონაცემებზე დაყრდნობით, შემოგვთავაზა წამყვანი AI-მოდელების წვრთნის სავარაუდო ხარჯები – OpenAI-ის GPT-4-დან xAI-ის Grok-2-მდე:

ვრცლად forbes.ge - ზე