"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის 500 მილიარდერის სიაში აღარ იძებნება, თუმცა Bloomberg-ის ტერმინალში ჩანს, რომ ივანიშვილის ქონებას პლატფორმა ისევ ითვლის. მისი ქონების შეფასება 3.6 მლრდ აშშ დოლარია. Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილმა აპრილის 3 კვირაში 3.2 მილიარდი დაკარგა.
რეიტინგში პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანია წარმოდგენილი. თუ ქონება 6.3 მლრდ-ზე ნაკლებია, პირი სიას ტოვებს.
მილიარდერების ინდექსი განაახლა Forbes-მაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. ის რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული. თუმცა არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.
აპრილის პირველ კვირაში ივანიშვილის კაპიტალს Bloomberg-ი $6.83 მილიარდად აფასებს, რითაც მსოფლიოს მილიარდერს შორის 418-ე ადგილზე იყო.