გერმანული Merck KGaA ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია SpringWorks Therapeutics Inc.-ს 3.9 მილიარდ დოლარად ყიდულობს.

Merck–მა პრესრელიზში განაცხადა, რომ ის SpringWorks-ის აქციაში 47 აშშ დოლარს გადაიხდის, რაც ბოლო 20 სესიის განმავლობაში აქციების საშუალო საბაზრო ფასთან შედარებით 26%-იან პრემიას წარმოადგენს.

SpringWorks-ის შეძენა, რომელიც ონკოლოგიისა და იშვიათი დაავადებების სამკურნალო პრეპარატების შემუშავებაზეა ორიენტირებული, Merck-ის მოგებაზე დადებითი გავლენის მოხდენას 2027 წლიდან დაიწყებს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გარიგება გააძლიერებს Merck-ის პოზიციებს შეერთებულ შტატებში და უზრუნველყოფს SpringWorks-ის ინოვაციების მთელ მსოფლიოში გავრცელებას.

ვრცლად interfax-ზე