ინგლისის ბანკი უახლოეს თვეებში 446 თანამშრომელს, ანუ თავისი სამუშაო ძალის დაახლოებით 8%-ს, გაათავისუფლებს სამსახურიდან, სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ხარჯების შემცირების ღონისძიებების ფარგლებში, – ინფორმაციას Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს წყაროების ცნობით, ორმხრივი შეთანხმებით განხორციელებული გათავისუფლებები ბანკის ბევრ მაღალი რანგის თანამშრომელს, მათ შორის დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და დირექტორებს შეეხება.

იმ თანამშრომლებიდან, რომლებმაც უკვე დათანხმდნენ სამსახურიდან ნებაყოფლობით გათავისუფლებას, 75 მიიღებს მაქსიმალურ კომპენსაციას 150 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობით (დაახლოებით 200 ათასი დოლარი).

ვრცლად interfax – ზე