სატრანსფერო სიახლეების ექსპერტმა, იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბირიციო რომანომ YouTube-ის საკუთარ არხზე ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ ისაუბრა.
რომანოს თქმით, მიუხედავად „არსენალის“ ინტერესისა, პარიზული კლუბი არ გეგმავს, ქართველ ფეხბურთელს შეელიოს.
„„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად თვლის და გუნდში მისვლიდან 13-14 თვის შემდეგ მის გასხვისებას არ გეგმავს.
კვარაცხელია ხელშეუხებელია და „პსჟ“ სატრანსფერო მოლაპარაკების დაწყებაზე უარს იტყვის. „არსენალი“ შემტევ ფეხბურთელს ეძებს და კვარა შესანიშნავი კანდიდატია, მაგრამ პარიზელთა პასუხი მკაფიოა, ისინი ამ ფეხბურთელს ზაფხულში არ შეელევიან“, – ამბობს რომანო.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2025 წლის იანვარში გახდა. მას კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.