ჩვენი დახმარების გარეშე უკრაინა ერთ დღეში აღარ იქნებოდა, პირველივე დღეს დასრულდებოდა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას მსოფლიოში საუკეთესო აღჭურვილობა ჰქონდა, რომელიც მათ ჯო ბაიდენმა უსასყიდლოდ გადასცა.

„ჩვენ რომ არ დავხმარებოდით, უკრაინა ერთ დღეში დასრულდებოდა. გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინა პირველივე დღეს აღარ იქნებოდა. მათ მსოფლიოში საუკეთესო აღჭურვილობა ჰქონდათ, ეს იყო ჩვენი აღჭურვილობა, რომელიც მძინარე ჯო ბაიდენმა უსასყიდლოდ მისცა. ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების მსოფლიოში საუკეთესო აღჭურვილობა, უსასყიდლოდ“, – განაცხადა ტრამპმა.

1tv.ge