„Global Asset Solutions“-ის მონაცემებით, ევროპის სასტუმროების ბაზარზე ტრანზაქციების მოცულობამ 2025 წელს 14.65 მილიარდი ევრო შეადგინა, ძირითადად მაღალი კლასის და ფუფუნების სეგმენტების ხარჯზე.
ანგარიშში „European Hotel Transaction Report 2025 “ აღნიშნულია, რომ ინვესტორები ფრთხილ, მაგრამ სტრატეგიულ პოზიციას იკავებენ: გეოპოლიტიკური არასტაბილურობა კომპენსირდება ლიკვიდურობის ზრდით და შემცირებული ინფლაციით.
კონტინენტზე სულ 267 ტრანზაქცია (45,052 ნომრისთვის) დასრულდა, თითოეულის საშუალო ღირებულება 54.9 მილიონი ევრო იყო. ფუფუნების სეგმენტში 34 ტრანზაქცია განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულება 3.66 მილიარდ ევროს შეადგენდა, თითოეულის საშუალო ღირებულება 107.6 მილიონი ევრო იყო.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე