გროზნოს მერიამ ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქში ახალი რაიონს „პუტინსკი" დაარქვა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.

რუსული მედია წერს, რომ გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად იქნა მიღებული, რომელშიც 35 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ 200 იყო წინააღმდეგი. კვლევის შედეგები ჩეჩნეთის პარლამენტს გადაეგზავნა გადაწყვეტილების დასაკანონებლად.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვის თქმით, „პუტინსკისთვის“ გამოყოფილ ტერიტორიაზე 130 საცხოვრებელი კორპუსი, მეჩეთი, საბავშვო ბაღები და სხვა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები აშენდება.

კადიროვმა განაცხადა, რომ გროზნოს ახალ ოლქს „პუტინსკის“ სახელი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ჩეჩნეთი აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის მადლიერების ნიშნად ეწოდა.