სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 35 ბოძი აღმართეს, რაც დაგეგმილი სამუშაოების ნახევარზე მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას armenpress-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე კოორდინატების გარკვევის სამუშაოები გრძელდება.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სოფელ კირანცის მცხოვრებლების აზრის გათვალისწინება არ ისურვა. შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა, რა დროსაც კირანცის ერთ-ერთმა მკვიდრმა განაცხადა, რომ მზად არის სახლი გადაწვას და სოფელი დატოვოს.