აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსულ ბანკებთან: VTB, Alfa Bank, Sberbank, Vneshekonombank, Otkrytiye, Sovkombank, Rosbank, Zenit ენერგეტიკის სფეროში ტრანზაქციები დროებით დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო tass-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორში ანგარიშსწორებისთვის ოპერაციები 2024 წლის პირველ ნოემბრამდე (შესაძლო გახანგრძლივების პირობით) დაამტკიცეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ენერგეტიკის სფეროში ოპერაციებად ჩაითვლება ტრანზაქციები, რომლებიც ნავთობის, თხევადი გაზის, ხის მასალის, ნახშირის და ურანის მოპოვებას, წარმოებას, გადამუშავებას, ტრანსპორტირებას და შეძენას ეხება.

ლიცენზიის მიხედვით, ასევე დასაშვებია რუსულ ბანკებთან ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიის წარმოებასთან, მიწოდებასთან ან გაცვლასთან ნებისმიერი საშუალებით.