რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც 2 იანვარს უკრაინის ქალაქ ხარკოვში ჩამოვარდა, ჩრდილოეთ კორეის Hwasong-11 სერიის ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები იყო. ამის შესახებ გაეროს სანქციების მონიტორინგის კომისიის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც უშიშროების საბჭოს კომიტეტს წარუდგინეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღის გადაცემაში დაადანაშაულეს, თუმცა მოსკოვმაც და ფხენიანმაც ბრალდებები უარყვეს.