2024 წლის 1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირები ცოდნის დონის შემოწმების ტესტირებას გაივლიან მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე განცხადების წარდგენამდე - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 მაისიდან:

· ცოდნის დონე შემოწმდება განცხადების წარდგენამდე;

· გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იქნება შეუზღუდავი;

· ტესტირების დადებითი შედეგი ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში;

· ტესტირების დადებითი შედეგის მქონე პირი შეძლებს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე განცხადების წარდგენას;

· საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე: https://sda.gov.ge/?page_id=5123

საკანონმდებლო ცვლილების მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობების გაუმჯობესება და მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის დახვეწა