ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ რუანგზე ვულკანის კრატერიდან ლავისა და ფერფლის ამოსვლის გამო აუცილებელი გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ინდონეზიის ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური კატასტროფების სამსახურმა განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ვულკანის ამოფრქვევის გამო ათობით შიდა ავიარეისი გაუქმდა.