ჩრდილო კაროლინას შტატში, თავდასხმის შედეგად, 4 სამართალდამცველი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ პოლიციელები ეჭვმიტანილის სახლში იარაღის ტარების უფლების გადასამოწმებლად მივიდნენ. დაპირისპირება ეჭვმიტანილის ეზოში მოხდა.

დამნაშავემ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ოფიცრებმა კი ის საპასუხო სროლის დროს მოკლეს.