დიდი კაიროს დასავლეთ ნაწილში, გიზის პირამიდების მახლობლად, 36 კვადრატული კილომეტრის ფართობზე აშენდება NEVERA, ინტეგრირებული კლასტერი, რომელიც აერთიანებს ტურიზმს, გართობას, ბიზნესსა და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას. პროექტის სტრატეგიული პარტნიორი იქნება „Hassan Allam Holding–ი“, ხოლო მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება მის სტრუქტურაში შემავალი კომპანია „Grova Developments–ი“.

კლასტერის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს განვითარებული მულტიმოდალური ქსელი: სფინქსის საერთაშორისო აეროპორტი ახლოს მდებარეობს, იგეგმება გზის ქსელთან (მათ შორის შუა წრიული გზის) ინტეგრაცია და კლასტერს ასევე ექნება საკუთარი მაღალსიჩქარიანი ელექტრიფიცირებული რკინიგზის სადგური.

პროექტი დაახლოებით 6000 სასტუმროს ლუქსის მშენებლობას გულისხმობს, რაც პირამიდებისა და დიდი ეგვიპტის მუზეუმის ტერიტორიაზე ნომრების ტევადობის თითქმის 40%-ს შეადგენს. 

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე