დანიური სათამაშოების მწარმოებელი კომპანია ევროპაში მეოთხე ქარხანაში რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. LEGO-ს თქმით, ქარხანა ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე იქნება და მისი წარმოების დაწყება 2030 წელს არის მოსალოდნელი.

ორშაბათს LEGO-მ გამოაცხადა, რომ პორტუგალიის ქალაქ ესტარეჟაში ახალი ქარხნის ასაშენებლად დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს; აღნიშნული ნაბიჯი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.

კომპანიის განცხადებით, სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, ქარხანა 1 000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. ის შესთავაზებს კვალიფიციურ სამუშაო ადგილებს საწარმოო სექტორში, ხოლო წარმოების დაწყება 2030 წლისთვის არის მოსალოდნელი.

ვრცლად euronews – ზე