2025 წლის Golden Vines Awards-ი, რომელიც ცნობილია როგორც „ღვინის ოსკარი“, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა.
Robb Report-ის ცნობით, ესპანური მეღვინეობა Vega Sicilia მსოფლიოში საუკეთესო მწარმოებლად დასახელდა.
100-ზე მეტი ქვეყნის 830 ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ სულ ცხრა გამარჯვებული შეარჩია. გერმანელი მეღვინე Weingut Egon Muller ევროპაში საუკეთესო ელიტური ღვინის მწარმოებლად დასახელდა, კალიფორნიული Harlan Estate ამერიკაში საუკეთესოდ, ხოლო ავსტრალიური Henschke დანარჩენ მსოფლიოში საუკეთესოდ.
Golden Vines Awards-ი 2021 წელს დაარსდა და ელიტური ღვინისა და სპირტიანი სასმელების სფეროში მოღვაწე კომპანიებს აჯილდოებს.