Amazon-ისა და Blue Origin-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელიც Forbes-ის მილიარდერების სიაში მეოთხე ადგილზეა 272.3 მილიარდი დოლარის წმინდა ქონებით, ამერიკელების უღარიბესი ნაწილისთვის საშემოსავლო გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოდის. მან ეს განცხადება CNBC-თან ინტერვიუში გააკეთა.
ბეზოსის თქმით, ამერიკელების უმდიდრესი 1% ყველა საგადასახადო შემოსავლის დაახლოებით 40%-ს იხდის, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფზე საგადასახადო შემოსავლების მხოლოდ 3% მოდის.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს 3% უნდა არსებობდეს. ვფიქრობ, რომ ის ნული უნდა გაუტოლდეს და მათ გადასახადი არ უნდა გადაიხადონ“, - თქვა მილიარდერმა და დასძინა, რომ შესაძლებელია, ეს ტვირთი საკუთარ თავზე კორპორაციებმა, კონკრეტულად, გადასახადების გაზრდით აიღონ.
მან აღნიშნა, რომ დაბალი შემოსავლის მქონე მუშაკების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი მთავრობისთვის შემოსავლის მცირე რაოდენობას წარმოადგენს.