2025 წელს რუსეთმა დაკარგა მილსადენებით ბუნებრივი აირის უმსხვილესი ექსპორტიორის სტატუსს, ნათქვამია საერთაშორისო გაზის კავშირის (IGU) ყოველწლიური ანგარიშის მონაცემებში.
IGU-ს მონაცემების თანახმად, ნორვეგიამ გასულ წელს მილსადენებით 108,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტირება მოახდინა, ხოლო რუსეთის ექსპორტმა 103,5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რუსული მილსადენებით ბუნებრივი აირის ექსპორტი განახევრდა. IGU ამას, ძირითადად, 2022 წლის შემდეგ ევროპაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების მკვეთრ შემცირებას მიაწერს.