ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტზე რამდენიმე დღეში 1000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ბაქოდან თბილისის მიმართულებით 400 ბილეთი, ხოლო თბილისიდან ბაქოს მიმართულებით 500-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.
მაღალი მოთხოვნის გამო, ბაქოდან პირველ რეისზე დამატებითი ვაგონის დამატება გახდა საჭირო.
რკინიგზაში აცხადებენ, რომ ბილეთებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, გაყიდვების სისტემასა და სალაროებში დროებითი შეფერხებები ფიქსირდება.
„ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი სირთულეებისთვის და მგზავრებს გაგებით მოკიდებას ვთხოვთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით მატარებლები ბაქოდან 25 მაისიდან, ხოლო თბილისიდან 26 მაისიდან დაიწყებენ მოძრაობას.