გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის (DFB) ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დროა განვიხილოთ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის საკითხი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქმედებების შემდეგ.

აშშ უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო შოუს ამ ზაფხულს, კანადასთან და მექსიკასთან ერთად.

79 წლის ტრამპმა ევროპელი ლიდერების აღშფოთება გამოიწვია იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ღიად დაემუქრა დანიას დაქვემდებარებულ გრენლანდიას ხელში ჩაგდებით. ტრამპი ასევე სავაჭრო ტარიფებით დაემუქრა  რვა ევროპულ ქვეყანას, მათ შორის გერმანიასაც, რომლებიც შეეწინააღმდეგეს და გააკრიტიკეს მისი გეგმა.

მართალია ტრამპმა ბოლო დროს მუქარის რიტირიკა ოდნავ შეარბილა, თუმცა, დაძაბულობა ევროპელ ლიდერებსა და აშშ-ს მთავრობას შორის კვლავ ნარჩუნდება.

ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატის 104 მატჩიდან 78 აშშ-ში გაიმართება.

საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ამჟამად ბოიკოტის მომხრე არ არის, ხოლო დანიის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ "იცნობს მიმდინარე მგრძნობიარე სიტუაციას."

დანია შეეცდება კვალიფიკაციას პლეი-ოფის გზით.

www.ainews.ge