ნავთობის ფასები ოთხშაბათს პლუსში რჩება მაღალი სავაჭრო ცვალებადობის პირობებში. ფასების ზრდა შენელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ „უზრუნველყოფდა მსოფლიოსთვის შეუფერხებელ ენერგომომარაგებას“. 3 მარტს Brent-ის და WTI-ის ფასები 4.7%-ით გაიზარდა.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მაისის ფიუჩერსები 1.14 დოლარით (1.4%-ით) გაიზარდა და ბარელზე 82.54 დოლარი შეადგინა.
NYMEX ბირჟაზე WTI-ის აპრილის ფიუჩერსები 0.52 დოლარით (0.7%-ით) გაიზარდა და ბარელზე 75.08 დოლარი შეადგინა.