2025 წელს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა 1 337 777 სატრანსპორტო საშუალებას. ინფორმაციას "საქსტატი" აქვეყნებს.
მათგან 997 161-მა დააკმაყოფილა ტექინსპექტირების მოთხოვნები, ხოლო 340 616-მა ვერ დააკმაყოფილა. შესაბამისად, შემოწმებული მანქანების დაახლოებით მეოთხედმა ტექინსპექტირების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 914 908-ს შეადგენს.