სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომეხი კოლეგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს