Goldman Sachs Group Inc–ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ ჰორმუზის სრუტე ტანკერებისთვის კიდევ ხუთი კვირის განმავლობაში დაკეტილი დარჩება, ნავთობის ფასმა შესაძლოა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბოს.
Goldman–ის ანალიტიკოსებმა მიმდინარე წლის brent-ის ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი ბარელზე 64 დოლარიდან 71 დოლარამდე გაზარდეს, ხოლო „WTI“-ის ნავთობის ფასის პროგნოზი 60 დოლარიდან 67 დოლარამდე გაზარდეს.
მათ ასევე გაზარდეს brent-ის ნავთობის ფასის პროგნოზი 2026 წლის მეორე კვარტალისთვის 10 დოლარით, ბარელზე 76 დოლარამდე და აღნიშნეს, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვევს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რეზერვების შემცირებას და წარმოების შემცირებას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.