განვითარებადი ქვეყნების საგარეო ვალი 2025 წელს 5.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ 9.4 ტრილიონ დოლარს მიაღწია, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

ზრდა ყველაზე დიდი იყო 2021 წლის შემდეგ და დაახლოებით ოთხჯერ აღემატებოდა 2022-2024 წლების საშუალო მაჩვენებელს.

განვითარებადი ქვეყნებისთვის საერთაშორისო ფინანსებზე წვდომა გაუმჯობესდა, მაგრამ სესხის აღების ღირებულება იგივე დარჩა.

უღარიბეს ქვეყნებში მაღალი ვალის ტვირთმა შესაძლოა სოციალურ სექტორში ინვესტიციების შემცირება გამოიწვიოს - აღნიშნულია დოკუმენტში.

კერძო სესხები გაიზარდა, ხოლო სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება თითქმის 35%-ით გაიზარდა და ხუთწლიან მაქსიმუმს, 251 მილიარდ დოლარს მიაღწია.

საგარეო ვალი ყველაზე სწრაფად გაიზარდა ყველაზე დაუცველ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) შეღავათიანი დაფინანსების მიღების უფლება: ის 8.1%-ით გაიზარდა და 1.3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

ვრცლად interfax - ზე