ევროკავშირის ქვეყნებმა აუცილებელი ნედლეულის მარაგი უნდა შექმნან, რათა შეამცირონ დამოკიდებულება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებზე, რომლებიც მინერალების მოპოვებასა და გადამუშავებაში არიან ჩართულნი, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, რომლის ციტირებასაც დასავლური მედია ახდენს.
„ჩვენ გვჭირდება მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია, რესურსების გადამუშავების გაძლიერება და წრიული ეკონომიკის ხელშეწყობა. ჩემი წინადადება ძალიან კონკრეტულია: მე ვთავაზობ რეზერვების შექმნას ბრიუსელში, პანევროპულ დონეზე“, - თქვა მან.
მისი თქმით, საჭირო რეზერვების გარეშე, ქვეყნები ვერ შეძლებენ „აკუმულატორების, ელექტროძრავების, თანამედროვე ნახევარგამტარების“ წარმოებას ან „ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის შემუშავებას, რომლებზეც ევროპის ქვეყნების ეკონომიკა იქნება დამოკიდებული“.