სექტემბერში სასტუმროებში განთავსება წლიურ ჭრილში გაძვირდა, თვიურად კი გაიაფდა. ამის შესახებ PMCG Research-ის სასტუმროს ფასების ინდექსიდან ხდება ცნობილი, რომელიც Booking.com-ის მონაცემებს ეყრდნობა.
კვლევის თანახმად, 2026 წლის სექტემბერში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი აგვისტოსთან შედარებით 7.2%-ით შემცირდა, ხოლო 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. ოთახის საშუალო ფასი 130-დან 546 ლარამდე მერყეობდა.
თვიური დინამიკა (აგვისტო vs სექტემბერი):
- სასტუმროების ტიპები: 3-, 4- და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები 8.7%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროებში — 3.1%-ით.
- რეგიონული ჭრილი: თვიურად სასტუმროში განთავსება ყველაზე მეტად გურიაში, აჭარასა (-17.9%) და სამცხე-ჯავახეთში (-10.1%) გაიაფდა. კახეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც ინდექსი აგვისტოსთან შედარებით გაიზარდა (+2.1%).
წლიური დინამიკა (2025 წლის სექტემბერი vs 2026 წლის სექტემბერი):
- სასტუმროების ტიპები: 3-, 4- და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ფასების ინდექსი 8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო სასტუმროებში — 7.9%-ით.
- რეგიონული ჭრილი: ყველაზე მაღალი წლიური ზრდა რაჭაში დაფიქსირდა. მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი (+11.8%) და კახეთი (+10.6%).
ცნობისთვის: სასტუმროს ფასების ინდექსი ეფუძნება Booking.com-ზე რეგისტრირებული 568 (3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი) სასტუმროსა და 371 საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტის სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასებს საქართველოს 10 რეგიონსა და თბილისში.