დიდი შვიდეულის (G7) და სხვა მსხვილი ეკონომიკების ფინანსთა მინისტრებმა ჩინეთის იშვიათ წიაღისეულზე დამოკიდებულების შემცირების გზების შესახებ დისკუსიის მიზნით ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს. მხარეები, მათ შორის, განიხილავენ ფასის მინიმალური ზღვარის დაწესება და ალტერნატიული მარაგების შესაქმნელად ახალი პარტნიორობის მოძიებას.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის მიერ მოწვეულ შეხვედრაში G7-ის წევრებთან (იაპონია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, იტალია, კანადა და აშშ) ერთად ავსტრალია, მექსიკა, სამხრეთ კორეა და ინდოეთი მონაწილეობდნენ.
შეხვედრას მათთან ერთად აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელი, ჯეიმისონ გრირი, აშშ-ს ექსპორტ-იმპორტის ბანკისა და ფინანსური სერვისების კომპანია JP Morgan-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მანამდე, აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბესენტი G7-ის ქვეყნებს მოუწოდებდა გააძლიერონ ძალისხმევა ჩინეთიდან შემოტანილ კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რომელმაც მკაცრი კონტროლი დააწესა იშვიათ წიაღისეულის მიწოდებაზე.
ამასთან, ბესენტი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით აირჩევენ "გონივრულ რისკების შემცირების გზას და არა სრულ გაწყვეტას".